შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მკვლელობა გამთენიისას მოხდა. მოკლული ახალგაზრდა ქალი სამი შვილის დედაა.