weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარდაბანში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს

16:29 ორშაბათი, 06 ივლისი 2020
ფოტოკადრი მთავარი არხის ვიდეოდან ფოტოკადრი მთავარი არხის ვიდეოდან

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს სოფლების - ნაზარლოსა და ვახტანგისის მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. კადრები, სადაც მასობრივი ჩხუბი და ამოტრიალებული ავტომობილი ჩანს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

„მთავარი არხის“ ცნობით, ორი სოფლის მცხოვრებლებს შორის ჩხუბი 4 ივნისის ღამით, სოფელ ნაზარლოში მოხდა, რაც, სავარაუდოდ, სამი დღით ადრე, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი დაპირისპირების გაგრძელება იყო. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ჩხუბის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი, რომელთაგან ერთს ფეხი აქვს მოტეხილი, ერთი კი ტვინის შერყევის სიმპტომებით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოფელ ნაზარლოში მერის წარმომადგენელმა, ალშან ვალიევმა „რეგინფოსთან“ უარყო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაშავებული კომაშია. მისი თქმით, თბილისის საავადმყოფოში გადაყვანილი მამაკაცი გუშინ სახლში გაწერეს, მას სახის არეში სხვა დაზიანებებიც აქვს, რის გამოც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ალშან ვალიევის ინფორმაციით, მეორე დაშავებულს ფეხი კონფლიქტამდე ჰქონდა მოტეხილი. მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩხუბში მონაწილეები ერთმანეთის ახლობლები არიან. მისი თქმით, არ იცის, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) მიმდინარეობს. შსს-ს პრესსამსახურში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]