იდლიანის თემში, მთის კლდოვან ფერდობზე ძლიერი დაკვამლიანება გუშინ შენიშნეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მათთან შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა 20 მეხანძრე-მაშველი ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, ხოლო დღეს, სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის ჩართვა.
„რეგინფოსთან“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ცეცხლი ორ ჰექტარზეა გავრცელებული.
ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.