weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში მცხოვრებთათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა გაუქმდა

02:18 სამშაბათი, 07 ივლისი 2020

ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლა საქართველოდან მიმავალ მგზავრებს 6 ივლისიდან შეუძლიათ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო მოხვდა იმ 14 ქვეყანას შორის, რომლისთვისაც, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საზღვრები გაიხსნა.

საქართველოდან ესტონეთში გამგზავრებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შესვლის მოთხოვნებს. ესტონეთის საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი წინაპირობაა:

  • საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;
  • პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მიემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში (COVID-19-ის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდი).

იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი ესტონეთში შედის, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას. 

ესტონეთში მოგზაურობისთვის მთავრობის მიერ დადგენილი განახლებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ვებ-გვერდზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]