ავტოავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 15 წლის არასრულწლოვნებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს. კლინიკა „არქიმედეში“ მოთავსების შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.
ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.