weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს 

00:54 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც ოჯახის წევრებზე ძალადობაში ამხილეს, პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ გრემელაშვილმა თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დეპუტატის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობაში ნათესავმა ამხილა. 8 ივლისს, სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ბიძაშვილმა შვილებს წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო სცემა. კუკუნაშვილის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატი წლებია ცოლ-შვილზე ძალადობს და იარაღითაც ემუქრება.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა. ამჟამად მიხეილ გრემელაშვილი ფრაქცია „საქართელოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]