weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავთანდილ ბილანიშვილს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს – ადვოკატი

02:14 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, მოწმის სტატუსით გამოიკითხა. როგორც მისმა ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა, ბილანიშვილმა დაამტკიცა, რომ 18-19 ივნისის ღამეს უბნიდან არ გასულა და მომხდართან კავშირი არ აქვს.

ადვოკატის თქმით, ამ საქმესთან ბილანიშვილის დაკავშირებას პოლიტიკური ფონი აქვს.

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა მტკიცებულებები, ამონაწერი ტელეფონის დეტალური, ასევე სხვა მტკიცებულებებიც, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს უბნიდან არ გასულა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან.

სამინისტრომ და გამომძიებლებმა დაადგინეს იმ თეთრპერანგიანი პირის ვინაობა, რომელზეც ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ის არის ე.წ. კაწრო. მისი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია.

ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირებიდან არცერთს არ იცნობს. ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული და ეს არ შეიძლება“, - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

მისივე თქმით, ავთანდილ ბილანიშვილმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა და შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ დაიბარებენ.

ბილანიშვილი შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც „მთავარმა არხმა“ შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერის მიერ 19 ივნისის ღამეს გადაღებული, საზოგადოებისთვის უცნობი კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს თეთრი ფურგონი, საიდანაც თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი გადმოდის და შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის, გურამ (გური) ამირხანაშვილის მიმართულებით მიდის. ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ვარაუდით თეთრპერანგიანი მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილია და ის ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება ამირხანაშვილს. მანამდე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბილანიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია, ბერა ივანიშვლის მეგობარია და შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სპორტსმენების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]