weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

შსს-მ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

11:38 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ სიუჟეტებთან დაკავშირებით. პირველი სადავო მასალა საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ 22 ივლისს გავიდა, სიუჟეტის ავტორი თამარ ბაღაშვილი იყო, წამყვანი კი - ნოდარ მელაძე.

შს სამინისტროს განცხადების თანახმად, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა დეზინფორმაცია სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტიდან ჩანდა, რომ სატენდერო პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე, „იბერია ავტოცენტრზე“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა კიდეც.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ  „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტთან დაკავშირებით 24 ივლისს საპასუხო განცხადება გაკეთდა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უშუალოდ ეცნობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელს.

„თუმცა, ამავე ტელეკომპანიის მეშვეობით განცხადება გაშუქდა ძირითადი კონტექსტიდან ამოვარდილი ელემენტების გამოყენებით, ისე, რომ იძლევა ორმაგი იტერპრეტაციის საშუალებას, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფრა გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაციის საფუძველზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]