weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ატმის ფასი წელს უპრეცედენტოდ მაღალია

10:41 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც ატმის დაბინავების პროცესი მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ წელს ატმის ფასი უპრეცედენტოდ მაღალია. ბოლო კვირის განმავლობაში ატმის ფასი 2 ლარს შეადგენს, რაზეც ადგილობრივი ფერმერები კმაყოფილებას გამოთქვამენ.

„კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამაცივრე მეურნეობები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისათვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და მაღალ ფასში მოახდინოს პროდუქციის რეალიზება. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს კრეფა, დასაქმებული არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები. ვფიქრობ, წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონია. პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს და ფასებიც მაღალია; ფერმერები კმაყოფილები არიან. ეს არის ჩვენი სისტემური მიდგომის შედეგი. საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობს, რომ იმპორტიორებს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონდეთ, ამავე დროს, ყველა შესაბამისი რგოლი ჩართულია, რომ პროცესები იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტუმრები ადგილობრივი მეწარმის სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, სადაც ხილის მიღების, დაფასოებისა და დაბინავების პროცესს პირადად დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ სოსო გიოშვილმა შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამაცივრე მეურნეობა ააშენა და შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.

„დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სამაცივრე მეურნეობა დავათვალიერეთ სოფელ ჩუმლაყში და ადგილზე გავეცანით როგორ მიმდინარეობს ატმისა და ვაშლატამის რეალიცაზია, გავესაუბრეთ ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ატმის ფასით კმაყოფილია, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის დამსახურებაა. სწორედ ამ გეგმის შედეგი გვაქვს დღეს, რომ ატმის ფასი გასულ წლებთან შედარებით მაღალია, დიდია მოსავლიანობაც და მიუხედავად ამისა, ხილზე მაინც დეფიციტია შექმნილი, მზარდი რეალიზაციის გამო. მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, რაც ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული და ოპერატიული მუშაობის შედეგია,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სტუმრები სამაცივრე მეურნეობიდან ადგილობრივი ფერმერის მალხაზ ჯოხაძის ბაღში ხილის კრეფას დაესწრნენ და თავადაც მიიღეს მონაწილეობა.

ატმისა და ვაშლატამას (ნექტარინი) საექსპორტო მაჩვენებელი 6 ივლისის მდგომარეობით, 1,397 ტონას შეადგენს. ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 35 ათასი ტონაა.

აღსანიშნავია, რომ ატმის დაბინავების პროცესში სრული დატვირთით მუშაობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული 20 სამაცივრე მეურნეობა.

გურჯაანის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]