თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია.
„ამ ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული და ოთხივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი საკარანტინო სივრცეშია დადასტურებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 22 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში საქართველოში 4425 ადამიანი იმყოფება. კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა 28 ივნისის შემდეგ არ გაზრდილა და კვლავ 15-ია.