weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბრძნული ნაბიჯი იქნება თუ აია-სოფია ნეიტრალურ სივრცედ დარჩება – საქართველოს საპატრიარქო

16:13 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო წმინდა სოფიას ტაძრისთვის (აია-სოფია) მუზეუმის სტატუსის შესაძლო გაუქმებას და მეჩეთად გადაკეთებას ეხმაურება. საპატრიარქო აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნება.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.

ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა,

ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.

იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოსთვის, აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლას განიხილავს, რასაც პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნიათ, რომ ძეგლი მთელი კაცობრიობის საკუთრებაა, რელიგიის მიუხედავად.

ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ბართლომე პირველმა განაცხადა, რომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებამ შესაძლოა მილიონობით ქრისტიანი ისლამის წინააღმდეგ განაწყოს. მისივე თქმით, აია-სოფია, როგორც მუზეუმი, ქრისტიანობასა და ისლამს შორის ურთიერთგაგებისა და სოლიდარობის, მათი შეხვედრის ადგილის სიმბოლოა.

აია-სოფიას მუზეუმად დატოვებისკენ თურქეთის ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც მოუწოდა. ამ მოწოდებების საპასუხოდ თურქეთში განაცხადეს, რომ აია-სოფიას საკითხი ეროვნული სუვერენიტეტის საკითხია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]