პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 973 შემთავევა დადასტურდა, აქედან 846 ინფიცირებული გამოჯანმრთელებულია.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 ავღანეთში ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.