„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის დამ მათთან საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლი გააჩინა მისმა ძმამ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. ქალის თქმით, დახმარებისთვის სპეციალურ დაწესებულებას ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ მისი ძმა ეტლით მოსარგებლე იყო, მიღებაზე უარი უთხრეს.
ხანძრის გამო კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. მამაკაცთან ერთად ბინაში მისი დედაც იმყოფებოდა, ხოლო მეზობელ ბინაში, რომლიც მთლიანად დამწვარია, ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი იყვნენ. მათ დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.