weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში – „ქართული ოცნების“ დეპუტატი

09:23 კვირა, 12 ივლისი 2020
ფოტოზე კობა კობალაძე ფოტოზე კობა კობალაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გასული ანონსის შემდეგ, 24 ივნისს მომდარი დანაშაულის მონაწილეები დააკავა. საქმეში ფიგურირებს „ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტარ კობა კობალაძის შვილიც.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, კობა კობალაძის შვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა ახალგაზრდა კაცს ქუჩაში სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.

შსს-ს განცხადებით, 23 წლის გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 24 ივნისს დაიწყო.

„2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ“, – განაცხადეს შსს-ში.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამავე საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 238-პრიმა მუხლით (ცივი იარაღის ტარება) დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. 

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დეპუტატის შვილი პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა, თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, დააკავეს თუ არა ისიც.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში კობა კობალაძემ განაცხადა, რომ ის და მისი შვილი პოლიციაში ერთად მივიდნენ.

„ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამას. არავის ხელს არ ვაფარებ. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]