ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.
მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ავტომობილი წყლიდან ახლახანს ამოიყვანეს, თუმცა მასში არავინ აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.