ლომიას ცნობით, აფეთქების დროს, საწყობის ახლოს რუსი ტურისტები ცხენებით სეირნობდნენ. დაღუპულები ქალები არიან. ისინი აფხაზეთში სანკტ-პეტერბურგიდან იყვნენ ჩასულები. რაც შეეხება დაშავებულს, ქალს ხელი აქვს მოტეხილი.
ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი სოხუმისა და გუდაუთას საავადმყოფოებში იმყოფებიან.
საბრძოლო მასალა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწყობში 2 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე აფეთქდა.