თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია.
„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი შემთხვევა, იყო 986 და გახდა 995. ცხრა ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში, ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 857 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია.
რაც შეეხება სხვა მონაცმებს, კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 219. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის ავღანეთში დაინფიცირებული 28 სამხედრო მოსამსახურეა.
კორონავირუსის შედეგად საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა.