შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. „რეგინფოსთან“ საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სახლის წინ, სკამთან ახალგაზრდა ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ახალსოფლელი არ არის.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი შედარებით მსუბუქი. დაშავებულები 40-45 წლის ქალები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.