weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

16:02 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბაქარ ყორშია დააკავეს. მოძრაობის წარმომადგენლის, დავით სუბელიანის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბაქარ ყორშიას რამდენიმე აბი ექსტაზი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.

ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა შეხვდა. როგორც მან ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესს“ უთხრა, ბაქარ ყორშია ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მას სიტყვიერი და მსუბუქი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იურისტის განცხადებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმში წერია, რომ ის დანაშაულს აღიარებს.

დაკავებულის მეგობარი გიორგი შუბითიძე ამბობს, რომ Gem Fest-ის ტერიტორიაზე კლუბური ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შესაძლებელია და მსგავს მუსიკალურ ფესტივალზე დასაშვები უნდა იყოს.

ბაქარ ყორშიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხშირად მონაწილეობს არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]