weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2 ახალგაზრდის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

15:50 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 24 წლის ნ.კ.-ს, რომელიც ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეზეა დაკავებული.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე ბრალმდებელმა განაცხადა, რომ 13 ივლისს, გამთენისას, ნ.კ.-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა ორ ადამიანს, რის შემდეგაც მიმალვა და დანის გადამალვა სცადა. დაჭრილები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლება მოითხოვა, რაც მისამართლე დავით მამისეიშვილმა არ დაკმაყოფილდა.

24 წლის ნ.კ. სამართალდამცველებმა ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]