weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გასულ წელთან შედარებით დანაშაული 18%-ით შემცირდა – შსს

16:59 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

2020 წლის იანვარ-მაისში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული 18.3%-ით შემცირდა – ამის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში სულ 23 114 დანაშაულია რეგისტრირებული, 2019 წლის იმავე პერიოდში კი – 28 290 იყო. როგორც წელს ისე შარშან, დანაშაულის მხოლოდ 30%-ია გახსნილი.

შსს-ს ცნობით, 2020 წლის იანვარ-მაისში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული 1206 დანაშაული დარეგისტრირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 1219. ამასთან წელს განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება 30 ფაქტზე დაიწყო (შარშან 12 იყო), დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით - 18 ფაქტზე (შარშან 16 იყო), ხოლო თვითმკვლელობამდე მიყვნის მუხლით 979 ფაქტზე (შარშან 993 იყო). სამართალდამცველებმა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით რეგისტრირებული დანაშაულიდან მხოლოდ ორი შემთხევა (0.2%) გახსნეს.

ასევე გაიზარდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტები (84 ფაქტი), თუმცა, შემცირდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევები (70 ფაქტი).

შსს-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ოჯახში ძალადობის 2169 ფაქტი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2019 წლის პირველ ხუთ თვეში 2378 იყო.

გასულ წელთან შედარებით შემცირდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. კერძოდ, იანვარ-მაისში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამართალდამცველებმა ქურდობის 1973 ფაქტით ნაკლები (- 21.97%) აღრიცხეს, ასევე, სამინისტროს სტატისტიკით, 27.33%-ით შემცირდა ძარცვის, ხოლო 51.69%-ით ყაჩაღობის შემთხვევები.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (სისხლის სამართლის კოდექსის 240-245-ე მუხლები) 95 ფაქტი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 46.02%-ით ნაკლებია.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შემცირებულია ნარკოტიკული დანაშაულიც – თუ 2019 წლის იანვარ-მაისში ნარკოდანაშაულის 2341 ფაქტი იყო რეგისტრირებული, წელს ამ რიცხვმა 1312 შეადგინა.

11.26%-ით არის შემცირებული სატრანსპორტო დანაშაული – 2020 წლის პირველ ხუთ თვეში ასეთი 1316 ფაქტი დარეგისტრიდა, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდში 1483 იყო.

შსს-ს თანახმად, შემცირებულია სამოხელეო დანაშაული (-9.68%), დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (-20.76%), დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ (-30.13%), ტერორიზმი (-75%), სამოხელეო დანაშაული (-9.68%).

გაზრდილია კომპიუტერული დანაშაული (+23.79%), დანაშაული საქართველოს კონსტიტუციული წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ (+11.11%), დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ (+80%), დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (+5.02%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]