weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩოლოიანი ეუბნებოდა კისერს მოგიგრეხ, შენს ძმას გამოაგდებენო - ლუკა სირაძის დედა

01:38 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

ელიკო ჩხიტუნიძე 2019 წლის 10 დეკემბერს იხსნებს, როდესაც ის და მისი 15 წლის შვილი, ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. ტელეკომპანია „ფორმულასთან ინტერვიუში გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ იმ დღეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვნის მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა და აშანტაჟებდა. დედა ამბობს, რომ ლუკაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას განყოფილების კიდევ 4-5 თანამშრომელი ცდილობდა.

ელიკო ჩხიტუნიძის თქმით, დაახლოებით დღის 5 საათზე გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა დაურეკა.

„დიდუბიდან, პირველი განყოფილებიდან გირეკავთო. მოიყვანეთ თქვენი შვილი და მოდით განყოფილებაშიო. ვკითხე, რომ ვერ ვნახო ლუკა და ჯერ მე მოვიდე, რა ხდება გამაგებინოთ და მერე მოვიყვანო ლუკა, არ შეიძლება-მეთქი? - არა, შენ რაში მჭირდებიო, მიპასუხა მარიანა ჩოლოიანმა. 5 საათი სრულდებოდა განყოფილებაში რომ მივედით“, - ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.

მისივე თქმით, ამ დროს პოლიციის განყოფილებაში უკვე იმყოფებოდა „მწვანე სკოლის“ წარმომადგენელი. გამომძიებელმა ლუკას ჰკითხა, თუ იცოდა ვინ მოხატა სკოლის კედლები, ჟურნალი და დაფა ვინ გააფუჭა, რაზეც ლუკამ უთხრა, რომ არ იცოდა.

„გაბრაზებით უთხრა, ვაჟბატონო, შენ არ იცი, რისთვის დაგიბარე, რა გააფუჭეო? შენ გააფუჭე კედლები, გააფუჭე დაფა, გააფუჭე ჟურნალები, ვიდეო მასალაც მაქვსო - ეუბნება მარიანა - სკოლის წარმომადგენელიც ამბობს, რომ შენ გააფუჭე, მოსწავლეებმაც დაგასახელეს, რომ შენ გააფუჭეო. არ გამიფუჭებიაო - თქვა ლუკამ - ვერავინ იტყვის ამას, არავის დავუნახუვარ და როგორ იტყვიან, რომ მე გავაფუჭეო. მოწმეები მყავსო - მარიანა ეუბნება - რომ გეუბნები აღიარე, რომ შენი გაკეთებულიაო. ლუკამ უთხრა - არ ვაღიარებ იმიტომ, რომ მე არ გამიკეთებია და გინდა ეგ საქმე მე დამაბრალოო. ისე ხმამაღლა ელაპარაკებოდა [მარიანა ჩოლოიანი] - კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის ცოტასთვის მომიგრეხია კისერიო? ჩქარა ახლა, აღიარე დანაშაულიო. იწვევდა, ისე ელაპარაკებოდა და ლუკაც გაბრაზდა. ცდილობდა მარიანა, რომ ბავშვი გაეღიზიანებინა და მდგომარეობიდან გამოეყვანა, რაც მოახერხა კიდეც. ბავშვი ჭკუაზე აღარ იყო, ისე ნერვიულობდა... მერე კიდევ დაიწყო - შენი საქციელით, მანერებით, გადახოტრილი თმებით, კაპიშონით ზუსტად შენ ხარ გამკეთებელიო, იქ გიკრავ თავს, სადაც შენი ადგილია და მოგხედავენო. ძალიან შევშინდი, ავნერვიულდი და ტირილი დავიწყე. ვკითხე - შეიძლება ჩემს შვილთან, ბექასთან დავრეკო-მეთქი?... ბექა ძმა არის, ძალიან წარმატებულია, მაგალითია ლუკასთვის, დავალაპარაკებ და თუ რამეა, რჩევა-დარიგებასაც მისცემს-მეთქი. შანტაჟის ახალი ტალღა დაიწყო - აღიარე რომ გეუიბნები, შენი გაკეთებულია, ახლა იცი, შენს ძმას რას უზამენ შენი გულისთვის? გამოგდებენ [სამხედრო აკადემიიდან], საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებსო. ჩემი ყურით მესმოდა, ამას რომ ებნებოდა და იქ მყოფებსაც ესმოდათ. იქ მყოფი 4-5 პიროვნება, ვინც გაივლიდა და გამოივლიდა, ყველა ეუბნებოდა - შენ თუ არ აღიარებ, ჩაალაგოს შენმა ძმამ ჩემოდანი, რადგან იქიდან გამოაგდებენო“, - ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.

მისივე თქმით, მარიანა ჩოლოიანმა მოწმედ ლუკა სირაძის მეგობარი გოგონა მიიყვანა, რომელიც მასთან ერთად სკოლაში სწავლობდა. ელიკო ჩხიტუნიძე აცხადებს, რომ გამომძიებელი გოგონასაც აშანტაჟებდა.

„ეუბნება - შენ ხომ თქვი, რომ ლუკამ დაწერა ეს ყველაფერიო? - არ მითქვამს, არ დამინახავს და როგრ ვიტყოდიო. აღაიარე, რომ თქვიო - ეუბნება არასრულწლოვანს. ამ გოგოსაც ეუბნება - მე შენი და ლუკას მიმოწერა მაქვს და გინდა ვაჩვენო დედაშენს, რა წერიაო? - არაფერი ისეთი არ წერია, აჩვენე თუ აჩვენებო. ესე იგი, იმასაც აშანტჟებდა, რომ ტელეფონში უკვე გაშიფრული იყო რაღაც. ალბათ, ამ გოგოსთან ჭიდლი საათნახევარი მიმდნარეობდა. 

ოთხი საათის შემდეგ… ლუკამ ხმამაღლა რომ თქვა სიტყვა, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი წამოვიდა უკანა მაგიდიდან, დაგვიწყო გინება, ვიღაცამ ძაღლებად მოგვიხსენია და იმის დედაო, ყვირილით. სასწაული ხდებოდა, ყველა მხრიდან გინება, ყვირილი, ყველა მხრიდან შანტაჟი... ამ ხმაურსა და გინებაზე ოთახიდან პოლიციის უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისი გამოვიდა და ლუკა თავისთან შეიყვანა ლუკა კაბინეტში. 7 წუთი კი იყო იმ ოთახში ბავშვი. რომ გამოვიდა, სახე ჰქონდა ალეწილი, ნამტირალევი, არ მომეწონა. ნამდვილად ვიტყვი, რომ გარტყმული ჰქონდა სახეში, მაგრამ ბავშვმა არ თქვა, შეაშინეს ეტყობა - კაპეზეთი დამემუქრაო. მოვიდა, დაჯდა ტირილით. ამ ყველაფრით მიაღწიეს იმას, რომ ბავშვი გატყდა. სასწრაფო შეიძლება ამოვიძახოთო? მარიანამ დამასწრო - სასწრაფოს მე თვითონ გამოვიძახებ თუ შეგატყობ, რომ ცუდად ხარ. არ არს საჭირო სასწრაფოო, - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ელიკო ჩხიტუნიძის თქმით, ხუთსაათნახევარი იყო გასული, როდესაც ლუკა აღიარებითი ჩვენების დაწერას დათანხმდა. 

„იმ ღამეს არ მომხდარა იმის დამთავრება და მორე დღეს ისევ მივედით. ისევ ტელეფონზე და მესიჯებზე მივიდა საქმე. ლუკამ უთხრა - არ არის ეგ ჩემი ტელეფონიდან გაგზავნილიო. ამ დროს გაგვიბრაზდა - ადექით, წაბრძანდით გარეთ და მე მივხედავ ამ საქმესო. ანუ აღიარებითი ჩვენება ვერ შედგა“, - ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.

იმავე საღამოს ლუკა სახლიდან გავიდა: “დედა, მე დღეს სახლში არ მოვალო. ვუთხარი, მაინც დაგაწერინებენ ამ ახსნა- განმარტებით ბარათს და გეხვეწები, არსად წახვიდე-თქო და გაიქცა. რომ შემოვბრუნდი, ისევ მაგათთან დავრეკე [პოლიციის განყოფილებაში], რა ვიცი რა უთხრა იმ კაცმა, თვითონ ხომ იციან რა დაუშავეს და იქნებ დამეხმარონ-თქო. მარიანამ მიპასუხა - შენს შვილს დაურეკე გორში, ჩამოვიდეს და ის დაგეხმაროსო. მე კი დავურეკავ ჩემ შვილს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლია რამით დამეხმაროთ-თქო? - არაო. დაკიდა ყურმლი… მოხდა ის, რაც მოხდა. მერე, ეს ამბავი თვითონაც რო გაუგია, მირეკავს - არსად გამოჩნდა ლუკაო? რომ მომიკლა ბავშვი მერე მირეკავს, თუ გამჩნდა, გამაგებინეო“.

ელიკო ჩხიტუნიძე მარიანა ჩოლოიანის და ყველა იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, ვნც 10 დეკემბრის ღამეს მის შვილზე ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელეს.

„უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დააშავა. მამასახლისი არ უნდა დაისაჯოს? ის სირაძე არ უნდა დაისაჯოს? ამოცნობაზე რომ წავა საქმე, კიდევ ერთს ამოვიცნობ. მინდა სკოლის წარმომადგენლებსაც მოეკითხოთ უპრო მეტი პასუხი, - აღნიშნა ლუკა სირაძის დედამ.

მისივე თქმით, სკოლამ ლუკა კედლების დაჩხაპნის გამო გაიმეტა და გაწირა.

„ერთი აღმზრდელობითი გაკვეთილი ჩაეტარებინათ, ერთხელ მაინც ეკითხათ ამ ბავშვისთვის - რა გჭირს, რატომ გააკეთე, რისი თქმა გინდოდა, დაერეკათ ჩემთვის. მთავრობას ვეხვეწები, პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა ლუკას საქმე პირად კონტროლზე მექნებაო, შევახსენებ და ვთხოვ, უმაღლესი ზომით დაისაჯოს მარანა ჩოლოიანი და ის პირები, რომლებიც ასე ორგანიზებულად იყვნენ ჩართული ლუკას ესეთ მდგომარეობამდე მიყვანაში”, - ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. 

მარიანა ჩოლოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით (ჩვენების მიცემის იძულება) წარედგინა.

ამ თემაზე:

როგორ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე 15 წლის ლუკა სირაძე - დასკვნა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]