weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 1003-მდე გაიზარდა

10:26 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

26 თებერვლიდან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ის სულ 1003 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 873 შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელდნენ.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დღეს კარანტინის რეჟიმში 5640 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთალყურეობის ქვეშ – 244. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის ავღანეთში დაინფიცირებული 28 სამხედრო მოსამსახურეა.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 28 ივნისს დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]