არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გავრცელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი საქონელს მწყემსავდა. მისი კვალი მდინარესთან დაიკარგა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა ჯგუფი თბილისიდან. მობილიზებული იყო დრონი და სამი მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით.