weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე გირაოთი გათავისუფლდა

11:07 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა კახა ხვისტანმა დაადასტურა.

ბრალდების მხარე ცინარიძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

პროკურატურა დავით ცინარიძეს მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს, მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. სამართალდამცველებმა დავით ცინარიძე 28 აპრილს დააკავეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს, თუმცა შსს-ს სისტემაში მუშაობა გააგრძელა. ცინარიძის შესახებ ფართო საზოგადოებამ შეიტყო 2015 წელს გავრცელებული ვიდეოთი, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი მისი სახელის გამოყენებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლეზე ზეწოლას და პრობლემის მოგვარებას ცდილობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]