weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სტიქიამ თელავსა და ყვარელში ათამდე სოფელი დააზარალა

09:58 ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020

ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ათამდე სოფელი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნაფარეულსა და სანიორეში, სადაც ვენახებია განადგურებული.

ნაფარეულის მცხოვრებლებმა „რეგინფოსთან“ განაცხადეს, რომ ყურძნის, ქერის, ხორბლის, პამიდვრისა და ლობიოს მოსავალი სრულად გაუნადგურდათ. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა და ხეები მოგლიჯა. მოულოდნელად მოვარდნილი ნიაღვრის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ერთ-ერთი ასეთი სახლიდან ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვებით, მაშველებმა გამოიყვანეს.

სანიორეში მერის წარმომადგენლის, რამინ მელიქიშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე 400 ჰექტარი ვენახიდან დაახლოებით 80% განადგურებულია.

სოფელ კონდოლში ძირითადად სახლის სახურავებია დაზიანებული. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ზარალს ითვლიან და მისი მასშტაბები დღის ბოლოსთვის დაზუსტდება.

რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები - სანავარდო, კუჭატანი, წიწკანაანთსერი, გრემი და შაქრიანი. კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მაია მედოიძის თქმით, ვენახების დაახლოებით 60% დაისეტყვა, ასევე დაზიანებულია ბოსტნები და საკარმიდამო ნაკვეთები.

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქარმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც მოძრაობა აკრძალული იყო.

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ სეტყვის სალიკვიდაციოდ 150 სარაკეტო ჭურვი იქნა გასროლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]