weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

თავდაცვის სამინისტრო 5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონებს

13:02 ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, უწყების ბალანსზე არსებულ 5000-მდე არაპრივატიზებულ ბინას მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები დაიკანონებენ.

„სამინისტრო არსებული ბინებით ვერ სარგებლობს და ვერც მათ რემონტს ახორციელებს. შესაბამისად, ამ ფართებში მცხოვრებ მოქალაქეებს არ აქვთ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. ახალი ინიციატივა კი, ფაქტობრივ მფლობელებს საშუალებას მისცემს მუნიციპალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებით ისარგებლონ - შეაკეთონ სახურავები, სადარბაზოები, წყალგაყვანილობის სისტემა და სხვ.

ახალი ინიციატივა პრობლემებს მოუგვარებს სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც აღნიშნულ შენობებში მართლზომიერად ფლობენ საკუთრებას და მუნიციპალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებით ვერ სარგებლობდნენ, იმის გამო, რომ შენობები სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ყალიბდებოდა“, - აცხადებენ საქართველოს ტავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესებს მთავრობის ახალი დადგენილება არეგულირებს. წერილობით განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას კომისია განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]