weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავღანეთში COVID-19 კიდევ 10 ქართველ სამხედროს დაუდასტურდა

10:34 პარასკევი, 17 ივლისი 2020

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით დღეს საქართველოში ჩამოიყვანეს ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 10 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი იმ 28 სამხედროსთან ერთად დაუდასტურდა, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოიყვანესსაქართველოში ჩამოფრენამდე ისინი სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში იმყოფებოდნენ. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება დატოვა, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს - ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, 2-კვირიან კარანტინს გაივლის.

„მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების დრო დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების გატარებას, რომელიც თავდაცვის ძალებსა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]