weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

9 სახეობის ნახევარფაბრიკატის შემცველობა ეტიკეტს არ შეესაბამება – სურსათის სააგენტო

11:37 პარასკევი, 17 ივლისი 2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატებში ცხენის/ვირის და ქათმის ხორცის იდენტიფიცირებისთვის კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 9 სახეობის ნახევარფაბრიკატის შემცველობა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას არ შეესაბამებოდა.

სააგენტოს განცხადებით, ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - ნახევარფაბრიკატების 20 ნიმუში აიღეს. ამავე რაოდენობის ნიმუშები იქნა აღებული ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვისაც. ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში - „ხარისხის ლაბორატორია“ (LLC Quality Lab) - გამოიკვლიეს.

სახეობრივი კვლევის შედეგად ნახევარფაბრიკატის 9 ნიმუშში ფრინველის ხორცი აღმოაჩინეს, თუმცა ეტიკეტზე ამის შესახებ მითითებული არ იყო. რაც შეეხება ცხენის/ვირის ხორცს, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა.

ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა შემდეგ ნახევარფაბრიკატებში:

შპს „თავადური 2014“ - „კატლეტი გაყინული“ და „გუფთა გაყინული“

შპს „ექსტრა მითი“ - „სოსისი საბავშვო“

შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ - „სოსისი საქონლის ვაკე“

შპს „ოს გრუპი" - „პილმენი გაყინული“

შპს „ნიკორა“ - „ხინკალი სამეფო“ და „სოსისი ივერია“

შპს „ფასანაური 2010“ - „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის“

შპს „ხახაბო“ - „გაყინული ხინკალი“

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]