დაჭრილის მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ქმარი ბავშვთან ერთად ეზოში იყო, რა დროსაც რამდენჯერმე ესროლეს. მისივე თქმით, შეარაღებული კაცი ავტომობილში ჩაჯდა და გაიქცა.
არსებული ინფრომაციით, სროლას წინ ჩხუბი უსწრებდა. მეორე მამაკაცი სავარაუდოდ დანით არის დაჭრილი.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, დანაშაულის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე პოლიციის მკვლელობისთვისაა ნასამართლევი.