weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციელს სახლის ჩხრეკის დროს ნარკოტიკის ჩადების მცდელობაში ადანაშაულებენ

11:21 შაბათი, 18 ივლისი 2020

„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ წარმომადგენელი რაშან ზიადალიევი აცხადებს, რომ მარნეული რაიონის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ნარკოტიკული ნივთირების ჩადება სცადა.

ზიადალიევი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც, 3:44 წუთზე, ჩანს, რომ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი, სავარაუდოდ პოლიციელი, მაგიდის ქვეშ ხელს ჰყოფს. ამის შემდეგ ვიდეოს ავტორი ყვირის და ფანჯრიდან გადადის ოთახში, სადაც ჩხუბი იწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ჩხრეკას სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ატარებდნენ, ხოლო ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ მათ ხელი შეუშალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 353-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ჯგუფურად) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა). 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]