ეზუგბაიას თქმით, სამ ახლად ინფიცირებულს უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი, სამი კი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის სულ 1018 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 895 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 87.9%-ია.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 5627 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 228. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათგან 38 ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეა.