weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

16:57 შაბათი, 18 ივლისი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღესვე ცენტრს გადაეცა რეანომობილი, რომელიც მთელ კახეთს მოემსახურება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, რეანომობილი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და გათვლილია კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის.

„ცენტრი გათვლილია ჯამში ოთხ ეკიპაჟზე, რომელთაგან სამი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და ერთი კატასტროფის ეკიპაჟია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმე რეჟიმში უწევთ მათ მუშაობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და პერსონალის სამუშაოდ და მოსასვენებლად ყველა პირობაა შექმნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]