პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1039 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 900 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 15 გარდაცვლილი.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 5687 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 232. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათგან 38 ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეა.