weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

8 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება იგეგმება

11:19 პარასკევი, 04 აგვისტო 2017
აქცია ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან. ივლისი, 2017. აქცია ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან. ივლისი, 2017. ფოტო © On.ge

8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წილსთავთან დაკავშირებით, მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ავტობანზე, ყარაფილა-ხურვალეთის მიმდებარე ტორიტორიაზე შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება ერთგვარი გზავნილი, რომ ოკუპაციას არ შეეგუებიან. ისინი ასევე პატივს მიაგებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

„რუსეთის ნებისმიერი ქმედება არის აგრესია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის გაგრძელება და არავითარ შემთხვევაში ამას მშვიდად, წყნარად არ უნდა ვუყუროთ“, - განაცხადა „რუსთავი 2“-თან მოძრაობის წევრმა დავით ქაცარავამ.

ცოცხალი ჯაჭვის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ.

რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს ხნულები გაავლეს. ივნისში კი საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს სოფელ ბერშუეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]