weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

15:05 ორშაბათი, 20 ივლისი 2020

მცხეთის ცხელების ცენტრში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დღეს განახლებული ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1039 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 900 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 15 იყო.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 5687 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 232. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათგან 38 ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]