weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დაოჯახებულ ქალთან სექსუალური კავშირის გამო, მარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს

21:19 ორშაბათი, 20 ივლისი 2020
მარნეულის სათემო რადიოს ფოტო მარნეულის სათემო რადიოს ფოტო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი 8 თანასოფლელის გათავისუფლების მოთხოვნით. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კაცის სავარაუდო გატაცებასა და მასზე ძალადობას.

სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც პოლიციას მიმართა, აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანმა ბოძზე მიაბა. კაპანახჩის მცხოვრებლების თქმით კი, მომჩივან მამაკაცს მათ დაოჯახებულ თანასოფლელ ქალთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, ფაქტს ქალის მამამთილი შეესწრო, რის შემდეგაც მამაკაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს. კაპანახჩელების განცხადებით, მამამთილს ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ თუ პოლიციაში წაყვანილ პირებს სახლში არ გაუშვებენ, აქციას პარლამენტის წინ გამართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპანახჩში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამინისტროს პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

 

ამ თემაზე:

სოფელ კაპანახჩში შურისძიების მოტივით 26 წლის მამაკაცი გაიტაცეს და სცემეს - შსს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]