weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხედრის იმჟამინდელი მდგომარეობა ადასტურებს წყალში მყოფობას - მირიან ნიკოლაძე

01:13 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

„ეს ჩვენთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წაგვიყვანდა სხვა ვერსიისკენ“, - ეს კომენტარი გააკეთა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ექსპერტთა ნაწილის ვერსიაზე, რომ შაქარაშვილი გაუჩინარებიდან დღენახევრის განმავლობაში გარდაცვლილი არ იყო და მისი გვამი პოვნამდე რამდენიმე საათით ადრე აღმოჩნდა მდინარეში. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ „გაურკვეველი წარმოშობის ადამიანების განცხადებებზე“ კომენტარის გაკეთება ზედმეტი ჰგონია.

„ოჯახი სერიოზულადაც არც უყურებს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც თვითონ არ აქვს გაკვეთილი ცხედარი, რომელიც თვითონ არ იღებდა მონაწილეობას ცხედრის გამოკვლევაში, ადამიანს, რომელსაც რაღაც დაუდეს და გადაათარგმნინეს… რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასერიოზულია“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი რაც კითხვის ნიშნის სახით შეიძლება დარჩეს და რაც განმარტებას საჭიროებს, ექსპერტ ალეკო გეჯაძის განცხადებაა, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილის გვამის წყლიდან ამოყვანის შემდეგ შედგენილ ოქმში არსებული ფორმულირება „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა. ალეკო გეჯაძე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ექსპერტია, რომელიც გარდაცვლილის ოჯახმა დაიქირავა. გეჯაძის თქმით, დაწყებული იყო ლპობითი პროცესები, რაც შეუძლებელია, თუ ყველგან გვამური გაშეშებაა გამოხატული.

„განმარტებები ადვილი მისაღებია - გამოძიებამ უნდა დაკითხოს ალეკო გეჯაძეც, სამხარაულის ექსპერტებიც და საბოლოო ჯამში, უნდა გაირკვეს ეს რა არის - მართლა ტექნკური შეცდომაა, უბრალოდ რაღაც ტერმინოლოგიური ინტერპრეტაციებია, თუ რა ხდება. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წაგვიყვანდა სხვა ვერსიისკენ. ჰკითხეთ ნებისმიერ ექსპერტს და დაგიდასტურებთ, რომ ამ სითბოში, მაღალ ტემპერატურაზე, რომ არა მდინარის დაბალი ტემპერატურა, გვამი იქნებოდა ბევრად მძიმე მდგომარეობაში და შესაბამისად, გიორგის ცხედრის იმჟამინდელი მდგომარეობა ადასტურებს წყალში მყოფობას, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ამ საკითხზე, 19 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში უკრაინელმა ექსპერტმა გალინა კარმოშინამ ისაუბრა და თქვა, რომ წარმოუდგენელია ცხედარს გვამური გაშეშება 84 საათის (3.5 დღე) შეუნარჩუნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შაქარაშვლი 19 ივლისს არ გარდაცვლილა. გალინა კარმოშინას შეფასებით, ორ დღეზე მეტი ცხედარი წყალში არ ყოფილა.

„ტრავმები და ე.წ. სისხლნაჟღენთები სხეულზე, მათ შორის სახეზე სიცოცხლის პერიოდშია მიყენებული. ის აშკარად ცოცხალი იყო 1.5-2 დღე, რა დროსაც მის ორგანიზმში ცოცხლაი პროცესები მიმდინარეობდა და დალილავებული ადგილები სივდებოდა. ამასთანავე, ცხედარს გვამური ლაქები სხეულის ორივე მხარეს არათანაბრადაა გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ მასზე მოხდა მანიპულაცია და ის რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს აშკარად უცვლიდნენ პოზიციას. ლაქებით თუ ვიმსჯელებთ, ის იწვა მუცლით რაღაც მძიმე მყარ ზედაპირზე. ორ დღეზე მეტს სხეული წყალქვეშ ფიზიკურად ვერ დაყოფდა რადგან, ფოტოზე აშკარად ჩანს ხელის გულებზე „მრეცხავის ხელები“, რაც ადასტურებს, რომ სხეული წყალში რამდენიმე საათია იმყოფება, რადგან თითებზე ახალი დაწყებულია ე.წ. მრეცხავის ხელების ეფექტი. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ფაქტი ივნისში მოხდა, როდესაც წყალი თბილია. თუ როგორც ამტკიცებენ ცხედარი 4 დღე იყო წყალში, დაიწყებოდა კანის აძრობა“, - ამბობს უკრაინელი ექსპერტი.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ყველა წინააღმდეგობა, მათ შორის გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებულ სისხლნაჟღენთებთან თუ ლაქებთან დაკავშირებით, კომპლექსურმა ექსპერტზამ უნდა აღმოფხვრას: „დასმულია ანალიტიკური კითხვები და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ ანალიტიკური კითხვებით გაირკვეს ფაქტობრივი გარემოებები გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდრე, ვთქვათ, რაღაც ტექნიკური შეცდომა, რომელიც ჯერ არ ვიცით, მნიშვნელოვანია თუ არა“.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის წევრები გუშინ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. ნიკოლაძის განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში გამოთქვამენ მზადყოფნას, ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]