„სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, პერიოდულად (დამოკიდებულია ჩამონაშალი მასის მოცულობაზე), საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით.