weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ

09:47 სამშაბათი, 21 ივლისი 2020
ფოტო თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდიდან ფოტო თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდიდან

ფონიჭალაში მცხოვრებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ. ის 18 ივლისის დილით სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ახალგაზრდა ქალის დედის განცხადებით, შვილი სახლში მძინარე დატოვა. მისივე თქმით, თამარი სახლში უნდა ყოფილიყო და ემუშავა, თუმცა როდესაც დაახლოებით დღის პირველ საათზე დაურეკა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

დედის თქმით, კამერებმა მისი შვილის ავტომანქანა - ვერცხლისფერი „ჰიუნდაი აქცენტი“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შესვლის დროს დააფიქსირეს. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და რამენადაც მათთვის არის ცნობილი, იქ არც მათ შვილს ჰყავს მეგობრები.

„იქიდან გამოსული აღარ დაფიქსირებულა. ვერსია მაქვს, რომ ის მარტო არ არის. ვიღაც ეხმარება თუ ძალადობის მსხვერპლია, არ ვიცი. ჩემი შვილი რომ იყოს კარგად და ჯანმრთელად, ასე არ გამიმეტებდა“, - ამბობს გაუჩინარებული ქალის დედა ტელეკომპანია „მთავართან“.

თამარ ბაჩალიაშვილს დრონების საშუალებითაც ეძებენ. სამძებრო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]