weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გარდაბნის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება – ამირან გამყრელიძე

14:16 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის დასახლების შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის და ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების შესახებ, კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძის თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში, COVID-19-ის ახალ შემთხვევათა უმეტესობა – 24 შემთხვევა – გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა ქალაქ გარდაბანში, გაჩიანის დასახლებაში შემავალ სამ სოფელსა და ყარაჯალარში.

„ყველაზე მეტი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს სოფელ ყარაჯალარში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობითაც ყველაზე დიდია ამ სამ სოფელს შორის. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 4000-ია ამ სოფელში, სამ სოფელში ერთად კი, დაახლოებით 7000-ია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 2% გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის.

„ამიტომ მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი. თვითონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ანუ ქალაქ გარდაბანში არის უბანი ლელაშხა, სადაც ეკომიგრანტები არიან სვანეთიდან, იქ გვაქვს ხუთი შემთხვევა, ასევე გვაქვს ყარაჯალარში 14, ხოლო ყარათაკლიაში ოთხი შემთხვევა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ორის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]