weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროკურატურამ წალენჯიხის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

18:13 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

სენაკი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც ქვეითად მოსიარულე 85 წლის ქალი დაშავდა, გენერალური პროკურატურა იძიებს. ავტომობილს სავარაუდოდ წალენჯიხის პოლიციის უფროსი რაჯი ერემაძე მართავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში გუშინ მოხდა. ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც ექიმები აცხადებენ, მას ქალა-ტვინის ტრავმა, ტავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები და სხვა დაზიანებები აქვს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ დრომდე უცნობია შეუჩერდა თუ არა უფლებამოსილება პოლიციის უფროსს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს, ამ საკითხზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]