საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 5 მყვინთავი იყო ჩართული. ოპერაცია საღამოს 6 საათიდან, დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები ზღვაზე საბანაოდ იყვნენ ასულები. შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.