weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში COVID-19-ის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა

10:43 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთი ახალი შემთხვევა შემოტანილია და დადგენილია სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შორის.

24-დან კიდევ ხუთი შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, ათი შემთხვევა კი გარდაბნის რაიონში ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა. ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობას 188 პაციენტი აგრძელებს.

მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დილით განახლებული მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1073 ფაქტი დადასტურდა. აქედან 907 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დღეს კარანტინის რეჟიმში 5692 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]