სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში გაჩერებულ ავტომობილში ნახეს. ამის შესახებ უკვე აცნობეს ოჯახს.
ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ დაუდასტურა. მერის თქმით, სხვა დეტალები მისთვის ცნობილი არ არის.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისის დილით ფონიჭალიდან, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვს მას ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შესვლის დროს დააფიქსირეს. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავს და არც მეგობრები.
პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. სამძებრო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.
გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა, ახლობლებმა და მეზობლებმა ფონიჭალაში მთავარი საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. ისინი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეები დღეს თეთრიწყაროში წავლას და დაკარგულის საკუთარი ძალებით მოძებნას აპირებდნენ.
ამ თემაზე:
ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მწყემსმა იპოვა