weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები რამდენჯერმე იზრდება

12:39 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. კერძოდ, A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება.

10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა ელექტრომობილების დატვირთვისთვს გამოყოფილ ადგილზე სხვა ავტომობილების გაჩერებისთვის დაწესებული ჯარიმა.

„პარკირების ადგილებზე, სხვადასხვა რაიონებში, განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე გვქონდა შემთხვევები, სადაც ავტომობილები გაჩერებული იყო თვეების, წლების განმავლობაში და ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო კოტე აფხაზის ქუჩა. ეს სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სხვა მძღოლებს. აქ ჯარიმა იყო 10 ლარი და გახდა 100. განმეორებითი სამართალდარევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება და 200 ლარი იქნება.

სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვება მფლობელს მხოლოდ 3 თვის განმავლობაში შეეძლება, მეტი დროით გაჩერების შემთხვევაში ავტომობილის მესაკუთრე დაჯარიმდება 50 ლარით.

აკრძალული ნიშნის „აქ დგომა აკრძალულია“ და ა.შ. მოთხოვნის დაუცველობისას კი ჩვენს უფლებებს, მანქანის ბლოკირების უფლებაც დაემატება.

პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებ-ვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის მას ჯარიმის თანხა 20 პროცენტით შეუმცირდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში, მერიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებატა პაკეტი, პარლამენტმა დაამტკიცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]