დაჭრილი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან თბილისში, „კლინიკა „ჯერარსში“ რეანომობილით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში აქვს.
სამედიცინო დაწესებულებასთან მყოფი ნათესავების განცხადებით, მომხდარის დეტალები და მიზეზები მათთვის უცნობია. მათივე თქმით, ფაქტს ბექა გოგრიჭიანის მეუღლე შეესწრო, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.