weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:36 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ოთხით გაიზარდა. ახალი პაციენტებიდან ხუთს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი, ორი ე.წ. გაჩიანის კლასტერიდან არის, ორი იმპორტირებული შემთხვევაა, სამი პაციენტის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა უაღრესად საყურადღებოა.

„გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სოფლების სოციალური სტრუქტურა გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე. ბაზრებსა და ბაზრობებეზე გამკაცრდება კონტოლი. ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. შტაბს აქვს მიღებული დავალება, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

დღეის მდგომარეობით, კოვიდ-ცენტრებში 158 ადამიანი მკურნალობს, კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი 1085 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 911 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]