weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-მა უცხოეთის გარკვეული მოქალაქეების მიღებაზე გამონაკლისი დაუშვა

01:20 პარასკევი, 24 ივლისი 2020

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩო განმარტავს, რომ საიმიგრაციო ვიზა არ არს Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად, საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.

აშშ-ში შესვლაზე გამონაკლისია დაშვებული უცხოეთის გარკვეული მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაშია.

„22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ NIE (National Interest Exception) გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან. პრეზიდენტის პროკლამაციის 9993 (Schengen Area) და 9996 (United Kingdom and Ireland) მიხედვით, ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს რომლებიც ბიზნეს საქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ენიჭებათ.

სტუდენტები, რომლებიც მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, მოქმედი F-1 და M-1 ვიზებით, არ სჭირდებათ საელჩო/საკონსულოსთან დაკავშირება მგზავრობაზე დასტურის მისაღებად.

სტუდენტები, რომლებიც აპირებენ აშშ-ის ვიზის აღებას, სავიზო სტატუსი უნდა გადაამოწმონ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოსთან.

სტუდენტებს, რომელებიც შეესაბამებიან F-1 და M-1 სავიზო მოთხოვნებს, ავტომატურად ეხებათ აღნიშული გამონაკლისი და შეუძლიათ შეუფერხებლად მგზავრობა.

ინვესტორები, აკადემიკოსები, J-1 ვიზის მქონე სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ის პირები ვინც ბიზნეს საქმიანობით გეგმავენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, რომელთა ვიზაც გაცემულია პრეზიდენტის პროკლამაციის (9993 ან 9996) გამოქვეყნებამდე, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოს და გადაამოწმონ ეხებათ თუ არა მათ აღნიშული გამონაკლისი. იმ შემთხვევაში თუ მათზე დაიშვა გამონაკლისი, ვიზა/ESTA ავტორიზაციით შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლა“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან მგზავრობაზე გამონაკლისის დაშვებას იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით გეგმავენ მგზავრობას.

ამასთან, აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნების შემდეგ რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]