weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მეშვიდე დღეა ეძებენ

10:26 პარასკევი, 24 ივლისი 2020

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ადგილობრივი მცხოვრებლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მე-7 დღეა უშედეგოდ ეძებენ.

„რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სვანეთში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში 80 მეხანძრე-მაშველია ჩართული, ტერიტორიას დრონების საშუალებით ათვალიერებენ და ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც რამდენიმე გაფრენა განახორციელა.

სვანეთის გარდა, სამძებრო სამუშაოები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, ურეკის, ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ილია სახლიდან 18 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, ველოსიპედით გავიდა, ეხურა კეპი და აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი. ოჯახის ცნობით, ბავშვმა ქართული არ იცის და რუსულად საუბრობს, რადგან მამასთან ერთად ყაზახეთიდან სვანეთში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადავიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა. აქედან 26 მოიძებნა, 20-ს ამ დრომდე ეძებენ, ხოლო 8 გარდაცვლილი იპოვეს. იანვარ-ივნისში დაკარგული ადამიანებიდან 13 არასრულწლოვანია, მათგან 10 მოიძებნა, 3-ს კვლავ ეძებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]